მნიშვნელოვანისიახლეები

ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კოვიდ-19-ით ცოლ-ქმარი დაინფიცირდა.

ამავე სოფელში კორონავირუსი დაუდასტურდა, საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელს, რომელმაც ლაგოდეხის ცხელების ცენტრს, თვითდინებით მიაკითხა.

პაციენტმა ექიმებს განუმარტა, რომ გარკვეული რესპირაციული სიმპტომები, მისმა მეუღლემ და შვილებმაც გადაიტანეს.

ექიმების განმარტებით, ქალს პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ეპიდემიოლგები ინფიცირებულის კონტაქტებს ადგენენ და შემდგომ რეკომენდაციებს ამის შესაბამისად გასცემენ.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, 200 გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button