მნიშვნელოვანისიახლეები

ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება – სპეციალისტების თქმით, ომიკრონი თებერვლის თვეში სრულად ჩაანაცვლებს დელტა ვირუსს

ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კოვიდით ინფიცირებულთა შორის 60% სწორედ ომიკრონია.

იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძის განმარტებით, პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში გამორჩეული იქნება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძეს თქმით, თებერვლის თვეში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და ჩაანაცვლებს დელტა ვირუსს.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, დამატებითი ზომების მიღება დაიწყო, მიმდინარე კვირას არსებულს კოვიდ საავადმყოფოებს 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება.

ეპიდემიოლოგების ხმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) თქმით , ერთ კვირაში(3-9 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 15 154 666 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 55%-ით მეტია.

კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 43 461 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 3%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად, 84%-ით გაიზარდა აფრიკაში და 26%-ით ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებული იყო.

ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ყველგან, გარდა აფრიკისა(-11%). ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 418%-იანი მატება იყო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, 122%-იანი მატება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 86%-იანი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, 78%-იანი ზრდა ამერიკაში და 31%-იანი ევროპაში.
ბოლო ხანს, მსოფლიოში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელსაც სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის “დელტა” სახეობასთან შედარებით “ომიკრონი” ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, “ომიკრონი” იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.

მსგავსი პოსტები

Back to top button