ლაგოდეხში კორონავირუსის 5 შემთხვევაა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/03/lagodekhi-1-scaled.jpg)
ლაგოდეხში ჯამში კორონავირუსის 5 შემთხვევაა
ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს კოვიდინფიცრებულ მ. ა-ს ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხიდან დედაქალაქში სულ 12 ნიმუში იყო გაგზავნლი.
კორონავირუსი დაუდასტურდა მხოლოდ, მ.ა-ს ორ შვილს, მეუღლეს და პაპას.
დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრის წარმომადგენლის ნელი ხიზანიშვილის თქმით, შემთხვევები ქალაქ ლაგოდეხში წუხელ გვიან ღამით დადასტურდა.
მოუსმინეთ ნელი ხიზანიშვილის ხმას
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, COVID-19,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა, რომელიც აჭარიდან, შვებულებიდან დაბრუნდა.
ეპიდემიოლოგთა თქმით, შუახნის მამაკაცი მ. ა, ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სასაზვრო პოლიციის 5-ე სამმართველოს მე-4 სექტორში არ მისულა. შესაბამისად სასაზღვრო პუნქტზე ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
წაიკითხეთ ასევე