მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხში, კორონავირუსმა შიდაგავრცელება დაიწყო

ლაგოდეხში სილამაზის სალონი „ინსთაილი“ დაიხურა. დახურვის მიზეზი კორონავირუსია.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, კოვიდინფექციის 3 შემთხვევა სავარაუდოდ, აღნიშნული ობიექტიდან გავრცელდა.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ლაგოდეხში ამ დროისთვის 62-ა.

გოზალიშვილის თქმით, კლასტერების რაოდენობას უკვე აღარ ითვლიან, რადგან ვირუსმა შიდაგავრცელება დაიწყო.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დღეიდან სწრაფი ტესტირება რისკ ჯგუფებზე განხორციელდება. მათ შორის არიან ექიმები, პედაგოგები, შეზღუდული უნარის მქონე მოზარდები და პოლიციელები”, – ამბობს გიორგი გოზალიშვილი.

მუნიციპალიტეტში 31 გამოჯანმრთელებულია, თვითიზოლაციაში კი 101 ადამიანი რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button