ლაგოდეხში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ლაგოდეხში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქცია ქალაქის ცენტრში, ლაგოდეხელი მოქალაქეების ინიციატივით ჩატარდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნის პარალელურად, შეკრებილმა მოქალაქეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და იქ დაღუპული მეომრების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
აქციის ორგანიზატორის, დავით მანგოშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა, რეგიონებშიც
უნდა გადავიდეს და მოსახლეობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთოს.
” უკვე 178 დღეა, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის წინ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვს. გადავწყვიტეთ, ეს მოთხოვნა, რეგიონებშიც გადავიტანოთ და მე, როგორც ლაგოდეხელმა კაცმა, დავიწყე ლაგოდეხიდან. ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას, სრულიად სამართლიან ბრძოლაში “- განაცხადა მანგოშვილმა.
ლაგოდეხში გამართულ აქციას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.