მნიშვნელოვანირეგიონი
ლაგოდეხში მილიონნახევრიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

ლაგოდეხში მილიონნახევრიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ლაგოდეხში, ვაჟა- ფშაველას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი 1 389 გრძივ მეტრზე გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელი ხიდ-ბოგირების, ბორდიურებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოებს ადგილზე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გაეცნო.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 570 299 ლარია.
მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჯამური ღირებულება, 30 მილიონ ლარს შეადგენს