მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლაგოდეხში მოჩვენებებს პოლიცია ეძებს

პანიკაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის N1 საჯარო სკოლაში.
მოსწავლეების მტკიცებით, სკოლაში მოჩვენებები, ეგრეთწოდებული რეიკი დადის.
ერთ-ერთი მოსწავლე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით დაუდგენელი გამოსახულება თავისუფლად გადაადგილდება სართულიდან სართულზე, ეზოში მყოფებს კი ფანჯრიდან ესალმება.
რეიკს ქალის ტანსაცმელი აცვია, სწრაფად გადაადგილდება და შენობის ჭერში ასვლის შემდეგ უკვალოდ ქრება.
რადიო ჰერეთი დეტალებს არკვევს.
ცნობილია, რომ სოფელ კაბალში შექმნილ ვითარებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე დღეა სწავლობენ.
ნახეთ ვიდეო👇