ლაგოდეხში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა დაკავებულია.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი რომელსაც წინასწარი ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს, 45 წლამდე ასაკის ძმა მამის სახლში მოკლა.
ძმები სხვადასხვა ოჯახებში ცხოვრობენ, თუმცა მკვლელობის დროს მათ ურთიერთშელაპარაკება მამის სახლში მოუვიდათ.
ეჭვმიტანილმა ძმას თავდაპირველად ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდო.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.