რეგიონი

ლაგოდეხში მყოფი უკრაინული ოჯახისათვის თელაველი ახალგაზრდები ნივთებს აგროვებენ

ლაგოდეხში მყოფი უკრაინული ოჯახისათვის თელაველი ახალგაზრდები საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებენ.

სოფელ მშვიდობიანში მყოფი უკრაინული ოჯახისათვის დახმარების შეგროვების ინიციატორი, მაცაცო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მხარდაჭერის მსურველი ბევრი თელაველი აღმოჩნდა.

” ბევრი აღმოჩნდა დახმარების მსურველი. ძალინ სწრაფად საწოლები გამოჩნდა. ზოგმა საცხოვრებელიც კი შესთავაზა. ყველაფერს ვაგროვებთ, რაც კი შეიძლება რომ გამოადგეთ. იქიდან ძლივს ჩამოვიდნენ და რას წამოიღებდნენ. ისე უნდა შევაგროვოთ, რომ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შევუქმნათ”- ამბობს მეგრელიშვილი.

შეპიტების შვიდსულიანი ოჯახი სოფელ მშვიდობიანში ერთი კვირის წინ ჩავიდა

საკუთარი საცხოვრებელი სახლი, დნეპროპეტროვსკის ოლქიდან ჩასულ ლტოლვილებს, ადგილობრივმა, ვალიკო არევაძე დაუთმო.

ოჯახში ოთხი არასრულწლოვანი და სამი ქალია. სამი მამაკაცი უკრაინაში საბრძოლველად დარჩა.

შეპიტები საქართველოში პოლონეთის გავლით ჩამოვიდნენ და თან მხოლოდ აუცილებელი ტანსაცმელი აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button