რეგიონი

ლაგოდეხში ომიკრონით 35 მოსწავლე და 10 პედაგოგი დაინფიცირდა

ლაგოდეხში ომიკრონით 35 მოსწავლე და 10 პედაგოგი დაინფიცირდა.
შემთხვევები გიორგეთისა და ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლებში, ერთდროულად გამოვლინდა.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ბესო ხელაძის განმარტებით, სკოლები ონლაინ-რეჟიმშია გადაყვანილი.

” ჯგუფური ინფიცირების შემთხვევები გვაქვს. ათი, თერთმეტი მოსწავლე ერთდროულად ინფიცირდება. ამის გამო, სკოლები ონლაინ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ახლა ვმსჯელობთ სოფელ ნინოგორის სკოლაზე. მთლიანად მუნიციპალიტეტშიც რთული ვითარებაა, გვაქვს რეინფიცირებისა და რამდენიმე ბუსტერდოზიანი პირის ავადობის შემთხვევები.მრავლად გვყავს ისეთებიც, ვისაც ტესტი არ უდასტურებს, მაგრამ სიმპტომები აქვს”- განაცხადა ხელაძემ, რადიო ჰერეთთან.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების ნახტომისებური ზრდა ფიქსირდება და ყოველდღიურად დაავადებულთა საერთო რიცხვი 17 ათასს აღემატება.

მსგავსი პოსტები

Back to top button