ლაგოდეხში ორი ავტომობილი მოიპარეს

ბოლო 10 დღის განმავლობაში ლაგოდეხში ორი მსუბუქი ავტომობილი მოიპარეს – ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. ერთ შემთხვევაში მოპარულია “ნივის” მარკის ავტომობილი, მეორე შემთხვევაში კი “მერსედეს ბენცი”.

როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მანქანების ქურდობის საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის, მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ჯარიმას თავისუფლების შეზღუდვით, ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button