მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ორი მგზავრი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კავშირში მოხდა.
ფორდის ტიპის ავტომობილი გზაზე მოცურდა და გადაბრუნდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მანქანის გადატრიალების შედეგად,ორი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე შიშის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button