მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ლაგოდეხში, ოცნების აგიტატორები ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ

“ქართული ოცნების” აგიტატორები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას, ამომრჩევლის ფოტოსურათიანი სიებით აწარმოებენ.

ერთ-ერთმა აგიტატორმა ჰერეთს უთხრა, რომ ამის უფლება კანონით ჰქონდა და წესდება წარუდგინა.

ლაგოდეხის 10.15 საარჩევნო ოლქში ყველა უბანი გახსნილია.

#18 კაბალის საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღებას არაუფლებამოსილი პირი აწარმოებდა. მას შენობაში ყოფნის უფლების არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.

ადგილობრივი დამკვირვებლების მითითების შემდეგ აღნიშნული პირი უბნიდან გააძევეს და გადაღება აუკრძალეს.

მას შემდეგ რაც ვიდეოგადამღები უბანზე აკრედიტაციით დაბრუნდა, იდენთიფიცირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნადირ ისლამოვი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button