ლაგოდეხში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი გაიხსნა

ლაგოდეხში 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი – “მომავლის იმედი” გაიხსნა.

ცენტრში მოხდება დაინტერესებულ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, არსებული ფიზიკური, მენტალური და სოციალური დეფინიციების ადრეული რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზიის ხელშეწყობა.

დღის ცენტრის ანალოგი კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე არ არსებობს. დღის ცენტრი “ქეა საერთაშორისო კავკასია“-ში ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პროექტი წილობრივად ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდა.

 

[print_gllr id=65257]

მსგავსი პოსტები

Back to top button