ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს, 4 ნოემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარი სხვადასხვა ეპარქიებიდან სასულიერო პირებს და მრევლს მასპინძლობდა.

ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ლაგოდეხში 1881 წელს აიგო. ბოლშევიკების მიერ ტაძრების დანგრევას ვერც აღნიშნული საყდარი გადაურჩა. ღვთისმშობლის ხატი თუნუქის ნაჭერზე იყო შესრულებული და იმ პერიოდში მისგან ღუმელის მილის გაკეთება გადაუწყვეტიათ.

გადმოცემის თანახმად, ჭრის დროს, როცა უშუალოდ გამოსახულებას შეხებიან, ხატს ხმა გამოუცია. შეშინებული კაცი იქაურობას გასცლია. ხატი კი ერთ-ერთ მორწმუნეს საკუთარ სახლში შუფარებია. მოგვიანებით აღნიშნული ხატი ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დაასვენეს. ამჟამად კი იგი თავის სამყოფელს დაუბრუნდა.

ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული უკვე 18 წელია აღინიშნება. 1998 წლის 4 ნოემბერს ტაძარი საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ საზეიმოდ გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button