ლაგოდეხში სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მოსახლეობის ნაწილი სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

აფენში, პოლიციის შენობასთან, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობდა, ადგილიბრივებმა აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა ახალგაზრდებს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა.

აქციაზე შეკრებილებმა დაკავებულების გასათავისუფლებლად პოლიციას რამდენიმესაათიანი ვადა მისცეს.

დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების განმარტებით, სამი პირი პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

ინციდენტი აფენში მოხდა. პოლიციელებმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც, ოფიციალური ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტში კიდევ ორი პირი ჩაერთო. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი აიყვანეს. გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button