მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხში შესაძლოა სასაზღვრო პოლიციის კლასტერი გაჩნდეს.

კიდევ ერთი შემთხვევა კახეთში ამჯერად ლაგოდეხში დაფიქსირდა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, covid-19,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა.

მამაკაცი შუა ხნისაა და ის ლაგოდეხში 10 სექტემბერს აჭარიდან დაბრუნდა.

ეპიდემილოგების განმარტებით, მას სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი თბილისში სპეციალიზირებულ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანეს.

განიხილება თუ არა პაციენტი კახეთის შემთხვევად, ან დადგინდება თუ არა დაინფიცირების წყარო და კონტაქტები ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე

“საფრთხე რომ COVID19 ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში გავრცელდეს არ არსებობს”

მსგავსი პოსტები

Back to top button