კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

სასურსათო მაღაზია გაქურდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ შრომაში, 18 მაისს, ღამით მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სასურსათო მაღაზიაში, მფლობელის არყოფნის დროს შეაღწიეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები და თანხა, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ღონისძიებები უკვე ჩატარდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button