რეგიონი

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში- დამწვარია საცხოვრებელი სახლი.
შემთხვევა სოფელ განჯალაში მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ნაბიევების კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეშის ღუმელი გახდა.
ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ,.რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდაცია განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button