რეგიონი

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა.

ხანძრის შედეგად, ჭუმბურიძეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, მოძველებული ელექტროსადენები სახელდება.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახდინეს.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button