მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში შესაძლოა 7 სათემო ცენტრი დაიხუროს

ლაგოდეხის 7 თემში ამდენივე სათემო ახალგაზრდული ცენტრი შესაძლოა დაიხუროს. მუნიციპალიტეტის მერიამ არაეფექტური მუშაობის მოტივით ცენტრებს დაფინანსება შეუწყვიტა, რომელიც წელიწადში 30 ათას ლარამდე იყო. მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპი გეგმავს, რომ სათემო ორგანიზაციების ფუნქცია თავად შეითავსოს და “უფრო მეტი გააკეთოს” ვიდრე სათემოები აკეთებდნენ. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იმედი აქვთ, რომ მერიასთან მოლაპარაკება შედგება და ახალგაზრდული ცენტრები მუშაობას განაახლებენ.  რას აკეთებდნენ ახალგაზრდული სათემო ორგანიზაცები და როგორია მათი მომავალი?

მხარეთა არგუმენტები რეპორტაჟში  👇

ფოტო არქივიდან: სათემო ორგანიზაცია კავშირი ჰერეთი

მსგავსი პოსტები

Back to top button