კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში შვილმა დედა ცივი იარაღით დაჭრა

ოჯახური კონფლიქტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

სოფელ განჯალაში, არასრულწლოვანმა შვილმა ცივი იარაღით, დედა დაჭრა.

42 წლის ქალს, რამდენიმე ჭრილობა მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილს საკუთარი შვილი თავდაპირველად, სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მან დედა დანით დაჭრა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. 

ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. 

სავარაუდო ბრალდებული, ჯერჯერობით დაკავებული არ არის. 

მსგავსი პოსტები

Back to top button