მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში, „სპარის“ ფილიალი დაიხურა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის „სპარის“ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის რეკომენდაციით, მაღაზია დღეს დახურეს.

ნუნუ ნოზაძე რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კოვიდინფექციის სულ 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

“კლასტერების რაოდენობა 4-მდე გაიზრდა, თვითიზოლაციაში კი 54 ადამიანი რჩება”,- ამბობს ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორი.

ნუნუ ნოზაძის განცხადებით, ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საეჭვო სიმპტომების მიუხედავად, კოვიდ19 არ დაუდგინდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button