მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში სტიქიას ებრძვიან [Video/Photo]

რამდენიმე საათიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.

მდინარე “ნინოს ხევში” მოვარდნილმა ღვარცოფმა ნინიგორის თემში შემავალ სოფელ განათლებაში სასოფლო გზის ნაწილი წაიღო. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი მიწები.

ადიდებულია მდინარე ლაგოდეხის ხევიც, რომელმაც დამცავი ჯებირები გაარღვია და მოვარდნილი წყალი ამ დროისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ნაგავასაყრელთან ახლოს მოედინება.

გარდა ამისა, სავარგულებამდე მისასვლელი გზები დაზიანებულია სოფელბში: ჰერეთისკარში, წითელგორში და ნინიგორში. როგორც რადიო „ჰერეთს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლექსო ჭანკოტაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკა მდინარე ლაგოდეხის ხევზე, იმ ადგილზე მუშაობს, სადაც ღვარცოფმა დამცავი ჯებირი გაარღვია. ცდილობენ მდინარეს მიმართულება შეუცვალონ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზა. მოგლეჯილია ხეები.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დღეს სამ მოზარდს ეძებდნენ. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულდა. 16, 18 და 19 წლის მოზარდები ცოტა ხნის წინ იპივეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი გურგენიანის ჩანჩქერიდან უკან დაბრუნებას ადიდებული მდინარის გამო ვერ ახერხებდნენ.

ლაგოდეხში ამ დროისთვის აღარ წვიმს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ნაგავსაყრელთან მიმავალი გზა

 

VIDEO – მდინარე ლაგოდეხის ხევი

მსგავსი პოსტები

Back to top button