მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წუხანდელი სტიქიის შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.
შესაბამისი სამსახურები ძლიერი ქარისგან გამოწვეული ზიანის გამოსასწორებლად, ამ დრომდე მუშაობენ.

ქარისგან მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდება ლაგოდეხი-მაწიმის დამაკავშირებელი გზა, ლაგოდეხში თავისუფლდება ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიც, რომელსაც ხის ნაწილი დაეცა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, გვიან ღამით დაიწყო.

ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად, ადგილებზე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტენიკური ჯგუფებიც.

შეგახსენებთ, წუხელ, ძლიერი ქარის შედეგად, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვართან, ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდა. ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა, გზა ჩახერგა. ხე დაეცა ერთ- ერთი ადგილობრივის ავტომობილისაც, რომელიც მსუბუქად დაზიანდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button