ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/04/stiqia-lagodexi-3.jpg)
ლაგოდეხის მუნიციპლაიტეტის სოფლებში, ბაისუბანში, მსხალგორში, ჭაბუკიანსა და ჰერეთის კარში მოსახლეობა ზარალს ითვლის. ამბობენ , რომ სასოფლო,- სამეურნეო სავარგულები, ვენახები და სათბურები წელს მოსავალს აღარ მოისხამს.
ძლიერი სეტყვის შემდეგ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობააა სოფელ მსხალგორში, სადაც წვიმის წყალი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა და სეტყვამ კი, საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.
” უმძიმესი მდგომარეობაა, ყველაფერი განადგურებულია. ეს ფაქტობრივად სტიქიური უბედურება იყო. ამ წუთამდე არვინ გამოჩენილა, რომ რამე მხარდაჭერა გამოგვიცხადონ, ან დახმარებას დაგვპირდნენ. ან სეტყვის საწინააღმდეგო რატომ არ იმუშავა, რისთვის არის საჭირო, მაინც თუ სტიქიამ უნდა წაგვლეკოს,? წელს ნაყოფს აღარაფერი მოგვცემს, მე პირადად, დაახლოებით ოცი ათასი ლარის ზარალი მივიღე-” ამბობს სოფელ ბაისუბანში მცხოვრები მოქალაქე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ამტკიცებს, რომ სტიქიის ზონაში სპეციალური ჯგუფები იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ.
” ყველგან მოძრაობდნენ სპეციალური ჯგუფები და ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ. მე, პირადად, ჰერეთის კარის ზონაში ვიმყოფებოდი და ნამდვილად მძიმე ვითარებაა. დღეს კიდევ ვაპირებთ გასვლას”- განაცხადა მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი მედიასთან შეხვედრას, დღეს, სოფლებში მის წარმომადგენლებთან თათბირის შემდეგ გეგმავს.
შეგახსენებთ, ძლიერი სეტყვა ლაგოდეხში 29 აპრილის ღამეს მოვიდა.სტიქის შედეგად, დაზარალებულია რამდენიმე სოფელი, განადგურებულია ვენახები, სათბურები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქიით მიყენებული ზიანის დადგენა ამ დრომდე არ დაწყებულა.