მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში გაემგზავრა

ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ, გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინაში გაემგზავრა. მისი თქმით, ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
და წარუდგენს დახმარების გეგმას იმ “კატასტროფული” წყალდიდობისთვის, რომელიც გამოიწვია კახოვკის ჰესის განადგურებამ გასულ კვირაში.

“მივდივარ უკრაინისკენ, რომ შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და ნოვა კახოვკის კაშხლის კატასტროფული დატბოვრის შედეგებზე დახმარების პროგრამა წარვუდგინო. შევაფასებ სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე”, – წერს ის.

6 ივნისს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ზაპოროჟიეს სადგურს წყლის მიწოდების შეფერხების საფრთხე ემუქრება, თუკი ჰესზე მომხდარი გარღვევა წყლის დონეს დაწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button