ლაგოდეხში თვითნებური ნაგავსაყრელი გაჩნდა – მერიამ არაფერი იცის [ვიდეო]

ლაგოდეხთან ახლო, მდინარე “ლაგოდეხის ხევის” და საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის პირას თვითნებური ნაგავსაყრელი გაჩნდა. სამშნებელო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები რამდენიმე ასეულ მეტრზე ყრია და ნაგავსაყრელი დღითიდღე იზრდება.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავი, ყოველდღიურად მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიაქვთ და დიდ ტერიტორიას აბიძნურებენ.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ტერიტორია სადაც თვითნებური ნაგავსაყრელია მოწყობილი, სახელმწიფოს ეკუთვნის. შესაბამისად, ჩვენ მერიას მივმართეთ იმის გასარკვევად იციან თუ არა აღნიშნული პრობლემის შესახებ და რას აკეთებენ მის მოსაგვარებლად.
ლაგოდეხის მერმა აღნიშნული ნაგავსაყრელის არსებობის შესახებ ჩვენგან გაიგო და თქვა, რომ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შასასწავლად სპეციალისტებს დღესვე გაუშვებს.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში 12 ჰეტარ ტერიტორიაზე 2014 წელს მოეწყო და გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების ოფიცალური ნაგავსაყრელი, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 000 ლარამდე დაიხარჯა. ახლახანს გაჩენილი თვითნებური ნაგავსაყრელი, ოფიცალურ ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარეობს.