ლაგოდეხში ცესკოს ოქმების მიხედვით ჯონდო მდივნიშვილი ლიდერობს

ლაგოდეხში N15 საარჩევნო ოლქის თვითმმართველი თემის მერის არჩევნების 9 უბნის მონაცემები დათვლილია, რომლის მიხედვითაც ცესკოს წინასწარი ინფორმაციით:
“ქართული ოცნების” კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი ლიდერობს, რომელმაც 1845 ხმა მიიღო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი მეორე ადგილზეა 669 ხმით.
მესამე პოზიციას კი “ევროპული საქართველოს” კანდიდატი გიორგი ენუქიძე იკავებს – 406 ხმით.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მაჟორიტარულზე დათვლილია 5 უბნის მონაცემი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.
რაც შეეხება პროპორციულს, 22 ოქტომბრის დილის 3:30 სთ მონაცემებით დათვლილია ლაგოდეხის მნიციპალიტეტის 8 უბანი, სადაც მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” ლიდერობს. უბნების ოქმების მონაცემებით მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.