მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ცხოველების ფერმას ცეცხლი გაუჩნდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოველების ფერმას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ- ერთი ადგილობრივის, რუსტამ ქაზუმოვის საკუთრებაში არსებულ ცხოვრელების სადგომს გაუჩნდა.

ფერმის მფლობელი სადგომში, ხმელი ბალახს ინახავდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურებმა, ფერმაში მყოფი ცხოველები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებში, მეხანძრეები ცდილობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button