ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ნაწილი დაიწვა [ფოტო/აუდიო]

ლაგოდეხში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ნაწილი დაიწვა.

შენობის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა დამწვარია ხატების ნაწილი, საკურთხეველი და შიდა ინტერიერი. ადგილზე ეკლესიის მრევლი იმყოფება და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ადგილობრივი დავით ზედელაშვილი რადიო “ჰერეთთან” ამბობს, რომ სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლა დააგვიანა, რადგან მეხანძრე-მაშველები ცეცხლს სხვა სოფელში აქრობდნენ.

ზედელაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ეკლესიის აღდგენაში მიიღონ მონაწილეობა. ხანძარი ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში 6 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე გაჩნდა.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა.

დავით ზედელაშვილი, ხმა ►

20170907_101538

20170907_101602

20170907_101616

20170907_101640

20170907_101804

20170907_103421

DSCN6999

DSCN7003

DSCN7013

DSCN7016

DSCN7017

მსგავსი პოსტები

Back to top button