მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ცნობილი ნევროლოგი მევლუდ ღამბაშიძე გარდაიცვალა

75 წლის ასაკში, ცნობილი ნევროლოგი და ღვაწლმოსილი ექიმი, მევლუდ ღამბაშიძე გარდაიცვალა.

კოლეგების ინფორმაციით, ექიმი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა და სამედიცინო საქმიანობას ვეღარ ახერხებდა.

“ბოლოს ავადმყოფობდა და პაციენტებს ვეღარ იღებდა. მთელი სიცოცხლე ემსახურა მუნიციპალიტეტს, ადამიანების სიცოცხლეს და უყვარდა ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონია. იყო ძალიან ცნობილი, არამხოლოდ კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. რამდენიმე წლის წინ, თავად სამედიცინო საზოგადოებამ, კოლორიტი ექიმის სტატუსი მიანიჭა”- უთხრეს რადიო ჰერეთს გარდაცვლილის კოლეგებმა.

მევლუდ ღამბაშიძე, ჯანდაცვის სფეროში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა.

ბოლოს ის , ლაგოდეხში, კლინიკა არქიმედეს თანამშრომელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button