მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში წყალდიდობით მიყენებული ზარალის მოცულობა კვლავ უცნობია

22 აგვისტოს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგების გამოსასწორებლად სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაზარალებულ სოფლებში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, მდინარეები არ ადიდებულა და ზარალი მოსახლეობაში სანიაღვრე არხებში ვერდატეულმა წყლის მასამ გამოიწვია.

ჯონდო მდივნიშვილი „ჰერეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო და საპრევენციო სამუშაოებს შესაბამისი სერვის-ცენტრი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ახორციელებს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიის მუდმივმოქმედ კომისიას, ზარალის და შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების ზუსტი ოდენობა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

მოისმინეთ ჯონდო მდივნიშვილის კომენტარი.

 

 

მოუსმინეთ ამავე თემაზე ჰერეთის მასალას: უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებში დახარჯული მილიონები ლაგოდეხში – რეპორტაჟი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარაგორში 2 თვის წინ დასრულებულ პროექტზე სამუშაოები ხელახლა ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button