ლაგოდეხში პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრი იხსნება [Photo+Audio]

პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრი ლაგოდეხში სტუდენტებს მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღებს.

როგორც რადიო „ჰერეთს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განუცხადა, ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება და 300 მდე სტუდენტს 29 პროფესიული პროგრამის დაუფლება შეეძლება.

ცენტრი ლაგოდეხში ყოფილი “პროფ ტექნიკუმის” ბაზაზე განთავსდება. პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25935″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1450873382885″]

მსგავსი პოსტები

Back to top button