მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ლაგოდეხთან 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
საქართველო-რუსეთის საზღვართან, 5 კილომეტრში, თბილისის დროით, 12:36 სთ, მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
დასახლებულ პუნქტებში ნგრევის, ან ზიანის შესახებ, ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არის.
კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სოფლებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრში, მიწისქვეშა ბიძგები, ძლიერად იგრძნობოდა, თუმცა მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.