მნიშვნელოვანისაქართველო

ლაგოდეხთან ახლოს 30 წუთის ინტერვალში 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, ლაგოდეხიდან 7 კილომეტრში ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ხიზაბავრაში დაახლოებით 20:40 წუთზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათან ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ავტმატურ რეჟიმში გამოქვეყნებული მონაცემებით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 10კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა.

პირველი მიწისძვრიდან დაახლოებით 30 წუთში 21:10 წუთზე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი კვლავ სოფელი ხიზაბავრა იყო. სიმძლავრემ კი 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ამ დროისთვის ასრებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.

მსგავსი პოსტები

Back to top button