სპორტი

ლაიპციგთან მატჩში პსჟ-ს განაცხადში ლეო მესი ვერ მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩში, სადაც ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში პსჟ ლაიპციგს უნდა დაუპირისპირდეს, – პარიზელთა შორის ლეო მესი ვერ მოხვდა.

მაურუსიო პოჩეტინომ 34 წლის არგენტინელი ვარსკვლავი 21 კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

პარი სენ-ჟერმენის პრესსამსახური იტყობინება, რომ ლიონელ მესის მარცხენა მუხლი ისევ აწუხებს.
არგენტინელს პრობლემები პირველი ლიგის მე-12 ტურში, ლილთან მატჩში შეექმნა და მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დასვა.

კლუბში იმედოვნებდნენ, რომ ლეო ლაიპციგთან თამაშსს შეძლებდა, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 3 ტურის შემდეგ პსჟ 7 ქულით ლიდერობს. მეორეზე 6 ქულით მანჩესტერ სიტია.
ლაიპციგი უქულოდ ბოლო ადგილზეა. ლაიპციგი-პსჟ-ის დაპირისპირება კი 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button