“Lambada”-ს შემსრულებელი გაქურდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს [Photo/Video]

1989 წლის საყოველთაოდ ცნობილი ჰიტის – “Lambada”-ს შემსრულებელი, ბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზ ვიეირა გაქურდვის მიზნით მოკლეს, – იუწყება ტელეარხი Globo.

დამნაშავეებმა ვიეირას კუთვნილი სასტუმროდან 15 ათასი ბრაზილიული რეალი (4,5 ათასი დოლარი), ფაიფურის ჭურჭელი და ოქროს დისკი გაიტაცეს, რომელიც მომღერალმა ცნობილი “Lambada”-ს შესრულებისთვის მიიღო.

სამართალდამცველებმა ლოალვა ბრაზის ცხედარი რიო-დე-ჟანეიროს სანაპირო ზოლთან დამწვარ ავტომობილში აღმოაჩინეს.

როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, დამნაშავეები მომღერლის აპარტამენტებში შეიჭრნენ, თავში ჯოხი ჩაარტყეს და დანის მუქარით გაქურდეს. შემდეგ ყაჩაღებმა ლოალვა ბრაზი ავტომობილში ჩასვეს და დანაშაულის ადგილიდან შორს წაიყვანეს. როცა ავტომობილს ძრავის პრობლემა შეექმნა, მძარცველებმა ავტომობილი მომღერლიანად დაწვეს.

მიმდინარე მომენტში ორი ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მომღერლის სასტუმროში მუშაობდა, დანაშაული აღიარა.

ლოალვა ბრაზ ვიეირა 1953 წლის 3 ივნისს რიო-დე-ჟანეიროში მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. გოგონამ ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასკში ისწავლა, ხოლო სიმღერა 13 წლისამ დაიწყო.

ვიერამ საკუთარი კარიერა რიო-დე-ჟანეიროს ღამის კლუბებში დაიწყო. ცნობილი ბრაზილიელი შემსრულებლები ჟილ ჟილბერტუ და კაეტანუ ველოზუ მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ და დამწყებ მომღერალს ერთობლივ ჩანაწერებში მონაწილეობის მისაღებად პატიჟებდნენ.

1985 წელს მომღერალი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მან 1989 წელს ფრანგულ ჯგუფ Kaoma-ში დაიწყო მოღვაწეობა, რომელიც ლათინოამერიკელი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. იმავე წელს ვიეირამ ალბომ Worldbeat-სთვის თავისი ცნობილი ჰიტი “Lambada” ჩაწერა და მსოფლიოს აჩუქა.

მომღერალი 2010-2012 წლებში ჟენევაში ცხოვრობდა, ხოლო 2012 წლის ბოლოს ბრაზილიაში დაბრუნდა და სასტუმრო ბიზნესით დაკავდა.

 

[print_gllr id=51726]

მსგავსი პოსტები

Back to top button