მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლამბალოელი გაუჩინარებული გოგოს საქმე-ოჯახი კამერების ჩანაწერებს ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული გოგონას ოჯახს, მისი საქმრო გაწეული ხარჯის უკან დაბრუნებას სთხოვს. კონფლიქტი ოჯახებს შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე დანიშნული, 18 წლის ნერმინ ისაევა, სახლიდან გაუჩინარდა.
გოგონას მამა, შახმაზ ყურბანოვი, ეჭვობს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს.

რადიო ჰერეთან საუბარში, მამა ამბობს, რომ გოგონა სოფელ დუზაგრამაში მცხოვრებ მამაკაცზე იყო დანიშნული და ამის გამო, მისთვის პროტესტი არ შეუნიშნავს.

” პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი დედის გვარზეა. ლამბალოში დროებით საცხოვრებლად ვიმყოფებით. 6 თვის წინ დაინიშნა დუზაგრამელ ბიჭზე, დეიდამ გააცნო. თვითონ დაგვთანხმდა, არაფერი დაგვიძალებია. თბილისშიც იყვენ წინა კვირას, ავეჯი იყიდეს.

გუშინ დილით, ათის ნახევარზე, ხელები დაიბანა, ახლავე მოვალო და სად გაქრა, ვერ გავიგეთ. არც შეგვინიშნავს, რომ ვინმე სხვასთან ურთიერთობა ჰქონდა. დეიდას მესიჯი გამოუგზავნა, სხვა მიყვარს და ამასთან ვერ ვიქნებიო. ტელეფონი იმის შემდეგ გაითიშა. ორი დღეა, არ ჩანს, იქნებ ვინმემ აიძულა და ეს მესიჯი გამოაგზავნინა. ან სადმე მოკლეს და გადააგდეს, ათასი ცუდი ფიქრი მომდის თავში. საქმრო ვინც ჰყავდა, იმანაც არაფერი იცის, რადგან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, წინა საღამოსაც ტელეფონით საუბრობდნენ. ამ ბიჭზე გათხოვება არ დაგვიძალებია, თვითონ გადაწყვიტა. ჩემთვის რომ ეთქვა, არ მინდა ამასთან ცხოვრებაო, არ შევუშლიდი ხელს. მეზობლები მეუბნებიან, თითქოს მარნეულიდან დარეკა, მაგრამ საიდან დაირეკა, ნომერს არავინ მაძლევს. კამერებია ჩვენს სახლთან დაყენებული. წესით, იქ უნდა ჩანდეს, მაგისი სახლიდან გასვლა.არაფერი მინდა, უვნებელი მაპოვნინონ-“განაცხადა შახმაზ ყურბანოვმა.

გაუჩინარებულ გოგონას, მეორე დღეა, ოჯახთან ერთად, სამართალდამცავებიც ეძებენ.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლუთ დაიწყო, რაც უკანონო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button