მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 120 000 ხოლო უკრაინამ 70 000 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ მეომრებს და სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებს ფრონტზე გაწეული თავდადებისა და თითოეული გაადარჩენილი სიცოცხლისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე, რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები, აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, შესაძლოა, ნახევარ მილიონს აღწევდეს. ამასთან, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა 120 000, ხოლო უკრაინამ 70 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებში, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საბრძოლო დანაკარგების ჯამი მოკლულებისა და დაჭრილების სახით 300 000-ს აღწევს, უკრაინის კი, დაახლოებით, 200 000-დეა.

The New York Times ასევე აღნიშნავს, რომ ციფრებში, შესაძლოა, ცდომილება იყოს, რადგან მოსკოვი მსხვერპლის რაოდენობას აშკარად მალავს, კიევი კი საერთოდ არ აქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს და სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებს ფრონტზე გაწეული თავდადებისა და თითოეული გაადარჩენილი სიცოცხლისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ზაპოროჟიეში სამხედროებისგან ნაჩუქარი შევრონი მისთვის დიდი პატივია.

”ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან – გამარჯვებასთან ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ზაპოროჟიეს რეგიონში მოგზაურობის დროს ჩვენს მეომრებთან შეხვედრა და შევრონის მიღება.

46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადა მტერს ხერსონისა და ბახმუტის მიმართულებით ანადგურებდა და ახლა ორიხივის მიმართულებით ეფექტურად იბრძვიან!

ორიხივის მიმართულებით მძიმედ იბრძვიან 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეომერებიც. მადლობა მეომრებო!

სკალას თავდასხმის ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ იზუმის გათავისუფლებაში. ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ ბატალიონმა ბახმუტის სექტორში ოკუპანტების განადგურება განაგრძო.
ზაპოროჟიეს სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსები ყოველდღიურად იხსნიან ჩვენს მეომრებს!

მადლობა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლისთვის!!

დიდება ჩვენს მეომრებს! დიდება ძლიერ ხალხს! – წერს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button