მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგონა გაუჩინარდა.
ახალგაზრდა ქალი, სახლიდან 11 აპრილს გავიდა და მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა.
გოგონას შეტყობინებაში წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა. უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს ქორწილიც ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომ ახლობლები , ქალის სახლიდან პროტესტის ნიშნად გაუჩინარების ვერსიას გამორიცხავენ.

მშობლები, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გოგონა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.
ისინი, გოგონას ადგილსამყოფელის დადგენასა და მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან, ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button