ლარი 5 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დაეცა. ეროვნული ვალუტა ამჯერად 5 თეთრით გაუფასურდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი ორი ლარი და 34 თეთრია.

ამჯერად კურსმა დაიწია ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევრო ორი ლარი და 58 თეთრი ეღირება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალუტის გაუფასურებას დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.

მთავრობის წევრი უახლოეს დღეებში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button