ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 11 ივნისის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
11 ივნისიდან, ერთი დოლარის შეძენა 2.2550 ლარად იქნება შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 10 ივნისს მოქმედებდა, 2.2706 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5461 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსით ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურებული იყო და 2.5549 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა.