ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

ლარი დოლართან გაუფასურდა – 14 ოქტომბრის ოფიციალური კურსი

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან 3.2209 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2197 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში – 0.12 თეთრი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ლარი ევროსთან გამყარდა 3.7968 ლარამდე. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8002 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4079 ლარს შეადგენს, ხოლო ფუნტის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 4.2042 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 14 ოქტომბერიდან შევა ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button