ლარი გაუფასურდა – ევრო გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.40 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.39 ლარს შეადგენდა.

ახალი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.66 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.70 ლარს შეადგენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button