ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.
16 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6686 ლარი იქნება.
15 დეკემბერს ოფიციალური კურსი 2.6604 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ერთი ევროს შეძენა 2.80 ლარად იქნება შესაძლებელი.