ლარი უფასურდება – ეკონომიკის მინისტრი დუმს

ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დიმიტრი ქუმისშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის და ვითარებას იმაზე მძაფრად წარმოაჩენენ ოპონენტები, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

ხელისუფლების უმოქმედობაზე, ბიუჯეტის ხარჯვასა და შიდა ვალით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა. მათი შეფასებით, ინვესტიციებისა და ექსპორტის შემცირება ასევე უარყოფითად აისახება ლარის კურსზე.

ლარის ოფიციალური კურსი დღეისათვის 2 ლარი და 48 თეთრია, თუმცა ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.

გია ვოლსკის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button