“ლარის გამყარებას ველოდებით” – დიმიტრი ქუმსიშვილი
საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ველოდებით ლარის გამყარებას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გახსნის შემდეგ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს იმას, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეროვნულ ვალუტაზე მიმდინარე ეტაპზე და წლის ბოლოსთვის 100-180 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვა.
“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთან სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ყველა ეს უწყება მუშაობს სინქრონულად იმისათვის, რომ ის მოლოდინები, რაც ბაზარს არასწორად ჩამოუყალიბდა, შემოვატრიალოთ და რეალურად იმ მაკროეკონომიკურ ტრენდზე მივმართოთ, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.