ლას ვეგასში “მის სამყარო” ორჯერ აირჩიეს [Photo/video]
ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში “მის სამყარო – 2015”-ის კონკურსზე სკანდალი მოხდა, – იუწყება ABC News.
კონკურსის წამყვანმა, სტივ ჰარვიმ მსოფლიოს პირველ ლამაზმანად ჯერ 21 წლის კოლუმბიელი არიადნა გუტიერე დაასახელა. მას შემდეგ, რაც გამარჯვებულს დედოფლის გვირგვინი დაადგეს, წამყვანი სცენაზე დაბრუნდა და განაცხადა, რომ ბარათზე გამარჯვებულის სახელი არასწორად ამოიკითხა და შეცდომისთვის ბოდიშს იხდის. შემდეგ ჰარვიმ “მის სამყარო – 2015”-ად 26 წლის ფილიპინელი პია ალონსო ვურტსბახი დაასახელა. წამყვანის თქმით, არიადნა გუტიერემ მეორე ადგილი დაიკავა.
ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი “მის სამყარო – 2015″ 16 დეკემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობას 80 გოგონა იღებდა, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი ჯანეტ ქერდიყოშვილიც იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი გოგონა ფინალისტი ლამაზმანების რიცხვში ვერ მოხვდა.
მის სამყაროს შემდეგი კონკურსი 2016 წელს ბუდაპეშტში გაიმართება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25772″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]