ლაშა შავდათუაშვილი ორგზის ოლიმპიური პრიზიორია [Photo]

ქართველმა ძიუდოისტმა 2012 წელს ლონდონში ოქრო არავის დაუთმო, რიოში კი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილი მე-3 ადგილისთვის ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის დაუპირისპირდა და მეტოქე, რომელიც მანამდე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან დამარცხდა, იპონზე დასცა. იმ დროისთვის მუკის პასივში 2 შიდოც ჰქონდა და ლაშას გამარჯვება სრულიად ლოგიკური იყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა რიოს ტატამზე ჩატარებულ საწყის შეხვედრებში კუბელი მაგდიელ ესტრადა და შრი-ლანკელ ჩამარა რეპიალაჯე ასევე წმინდად დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად წააგო უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ იაპონელ შოჰეი ონოსთან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39977″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button